ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ქალის გარდა, სამართალდამცველებმა დღეს დილით კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ წინააღმდეგ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კიდევ ორი პირის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომელთა წინააღმდეგ ძიება ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაიწყება.