ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.
საუბარია რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მომხდარ ინციდენტზე. ერთ-ერთ კაფეში დაკარგული ტელეფონის მიზეზით დაწყებული დაპირისპირება ორ ახალგაზრდას შორის, მკვლელობით დასრულდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ცივი იარაღი. დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.