მკვლელობა ბათუმში. 57 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით ერთი ქალი მოკლა, ერთი კი დაჭრა. შემთხვევა ბათუმის კაზინო „პრინცესაში“ მოხდა. ბრალდებული თურქეთის, მოკლული და დაჭრილი ქალები კი უზბეკეთის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობაა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.