თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოებაა. სანადირო თოფიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.