პოლიცია ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს ეძებს.
დანაშაული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში წუხელ მოხდა. გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცმა, ნათესავი და თანასოფლელი სასიკვდილოდ სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მომხდარს წინ უძღოდა სავარაუდო ურთიერთ შელაპარაკება. გასროლის შემდეგ ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. სისხლიანი დაპირისპირება ლალისყურის ლუდსახარშის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სასიკვდილო ჭრილობები მათ სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.