60 წლამდე მამაკაცი, რომლის ცხედარიც ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე იპოვეს, სავარაუდოდ, თავში ნაჯახის დარტყმით არის მოკლული. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანება მამაკაცს თავის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობა, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.