მკვლელობა ბოდბისხევში. ურთიერთშელაპარაკებას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ახლობლების ინფორმაციით, 36 წლის ბექა ჭაბაშვილი, დაბადების დღიდან მეზობელთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს კი ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ.
ჭაბაშვილი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას დაზიანებები თავის არეში ბლაგვი იარაღით, სავარაუდოდ ქვით ჰქონდა მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.