ოფიციალურად დასტურდება, რომ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ორი ახალგაზრდა დაუდგენელმა ნარკოტიკულმა ნივთიერებამ იმსხვერპლა.
სამი მამაკაცი კი ახლაც რეანიმაციაში რჩება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ფატალური შედეგი და მწვავე ინტოქსიკაცია. არაოფიციალური ვერსიით, ერთ-ერთი შემთხვევა ე.წ. აბაზანის მარილის ჯგუფში შემავალ და მეფედრონის სახელით ცნობილ ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდება, რომლის გავრცელების პრევენციას სამართალდამცავები ინტერნეტში ვებ-გვერდების დაბლოკვით ცდილობენ. თუმცა ფაქტია, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები სხვადასხვა გზით მაინც ვრცელდება.
დღეს „მოამბემ“ ის ადამიანი ჩაწერა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აბაზანის მარილის ჯგუფში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერება ინტერნეტიდან გამოიწერა და მეგობრებთან ერთად გასინჯა.