მხატვარ გივი თოიძის ლექცია-სემინარს "წიგნის სახლმა ბახტრიონზე" უმასპინძლა
სახალხო მხატვრის გივი თოიძის ლექცია-სემინარს “წიგნის სახლმა ბახტრიონზე” უმასპინძლა. სემინარს ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
ცნობილი ქართველი მხატვრის ლექცია “ასოციაცია კულტურათა დიალოგი 21”-ის ფარგლებში გაიმართა. ასოციაციის მიზანია კულტურულ- საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება, ასევე ხელოვნების მოღვაწეთა პოპულარიზაცია.