იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დანგრეულია ასობით და დაზიანებულია ათასობით სახლი. 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე დაფიქსირდა. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში ცუნამის განგაში ჩაირთო, ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, თუმცა სპეციალისტების პროგნოზი, რომ ტალღების სიმაღლე ხუთ მეტრს მიაღწევდა არ გამართლდა და განგაშის სიგნალი მოიხსნა. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს ძლიერი ბიძგები ისევ განმეორდეს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.