თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება. თბილისის მერმა და იუსტიციის მინისტრმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მიწის მესამედი აღურიცხავი იყო – მისივე თქმით, მოქალაქეთა 30 ათასი მიმართვა არსებობს, სადაც ისინი მიწის რეგისტრაციას ითხოვენ, თუმცა, ამას მერია ვერ აკეთებდა, თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში კი ეს შესაძლებელი ხდება.