დღეს დაანონსებული შეღავათებით სარგებლობისთვის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაა საჭირო. მიწის რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. პროცედურა გამარტივებულია, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო გლეხებს გადასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში თავად ეხმარება, დახმარება მიწის ნაკვეთების აზომვასაც გულისხმობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა. თითქმის ამავე მოცულობის მიწა ჯერ ისევ დაურეგისტრირებელია.