მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. მამუკა ბახტაძე რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვა, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას უკავშირდება. ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. კონფერენციის ძირითადი საკითხები წელს ევროკავშირის გაძლიერება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა იქნება.
ღონისძიებას 35-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 50 ქვეყნის საგარეო საქმეთა და 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრება.