მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას თბილისში პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. ისტორიული ვიზიტი პრემიერის მკაფიო გზავნილებით – ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მთავრობის მეთაურმა პანელურ დისკუსიაზეც სწორი აქცენტები გააკეთა იმ წარმატებაზე, რომელიც ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქვს. განსხვავებულია ოპონენტების პოზიცია, ისინი პრემიერს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან ტრიბუნას ქვეყნის ინტერესებისთვის არ იყენებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გუშინ დასრულდა. მსოფლიო ლიდერებმა არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროკავშირის გაფართოება იყო.