დეპუტატს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრ მირიან წიკლაურს უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე გუნდიდან გარიცხვის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე, დამოკიდებული იქნება, რამდენად შეჯერდება შეხედულებები სასამართლო, საგადასახადო და საპენსიო სისტემების, ასევე ეკონომიკური ხედვების შესახებ.