მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მინსკის აქციების ფონზე დაკეტილია რამდენიმე მეტროსადგური, ხოლო ადგილობრივები მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ იუწყებიან. ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებულად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.