ხვალიდან მთავარი პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. საკანონმდებლო ორგანო პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატების მოსასმენად ემზადება, თუმცა, ეს იქნება მთავრობის დროებითი ფორმალური შემადგენლობა, რის გამოც, პარლამენტს ნდობის გამოცხადების პროცედურის გავლა სამ კვირაში კიდევ ერთხელ მოუწევს. სწორედ ამ დროისთვის უნდა იყოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე მამუკა ბახტაძე სამინისტროების 11-მდე შემცირებას აპირებს.
პარლამენტისთვის დროებითი მთავრობის წარდგენას საკუთარი ვერსიით ხსნის ოპოზიცია, რომელიც ფაქტს მწვავედ აკრიტიკებს. უკვე ცნობილია, რომ შემცირებულ ახალ მინისტრთა კაბინეტში ძველი მინისტრების ნაწილი აღარ იქნება.
ორი მინისტრი ვერც დროებით მთავრობაში მოხვდა.