მინისტრთა ახალი კაბინეტი

პარლამენტისგან ნდობის მიღების შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტი მუშაობას შეუდგა. საპარლამენტო უმრავლესობა სამთავრობო ცვლილებების შედეგად მმართველობის ეფექტურობის ზრდას და გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებას ელოდება.

განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე კეთდება. თუმცა მთავრობაში მომხდარი ცვლილებები არაფერს ნიშნავს ოპოზიციისთვის, რომელიც პრემიერის და ძალოვანი მინისტრების შეცვლას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლა აქტუალობას არც საერთაშორისო მედიაში კარგავს. მათ შორისაა „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელმაც მთავრობის ახალი მეთაური არცთუ დადებით კონტექტსში მოიხსენია, თუმცა დღის ბოლოს ტექსტში ცვლილება შეიტანა.