ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა ძირითადად კოვიდპანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა. ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატებს კორონავირუსთან საბრძოლველად გატარებული და გასატარებელი ზომები გააცნო. რა ხარჯები გასწია სამინისტრომ ინფიცირებულთა სამკურნალოდ, საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის შესაძენად, ტესტების მარაგების შესასყიდად და რა ზომებს იღებს ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შესამცირებლად, ხარისხიანი მკურნალობის უზრუნველსაყოფად და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად, რომელსაც პანდემიის დროს ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს – ეს იყო გამოსვლის ძირითადი მიმართულებები.
კითხვები დაისვა რეზონანსულ 520-ე დადგენილებაზეც. დეპუტატებმა მოუსმინეს მიხეილ ჩხენკელსაც. გაირკვა, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გასამიჯნად, მმართველ გუნდში მსჯელობა დაწყებულია.