ნდობის გამოცხადებამდე, დეპუტატებმა მოუსმინეს ძალოვან მინისტრებსაც. ვახტანგ გომელაურმა უწყებაში რამდენიმე რეფორმა დააანონსა, კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე ოპონენტების ბრალდებები კი სტატისტიკური მონაცემებით უარყო, თუმცა ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის მაჩენებლების ზრდა დაადასტურა.
საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნა, ახალი შენობები, პოლიციელების შეიარაღების განახლება, ავტოპარკის განახლება, იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა – ეს გომელაურის მიერ დაანონსებული გეგმებია.
კანონმდებლებს სამომავლო ხედვა გააცნო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმაც. ირაკლი ღარიბაშვილი პრიორიტეტად ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასა და ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ასახელებს.
თეონა მანაგაძე გვეტყვის, როგორ ჩაიარა საკომიტეტო მოსმენებმა.