გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი პარლამენტში მივიდა. „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
ოპოზიციის კითხვები ძირითადად ჰაერში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლებს ეხებოდა, ოპონენტები ასევე დაინტერესდნენ, როგორ აპირებს ხელისუფლება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას და რაში იხარჯება სოფლის მეურნეობის გაზრდილი ბიუჯეტი.
კითხვები დაისვა ახალ სატყეო კოდექსზე, რომლის მიხედვით ხე-ტყის დამუშავებაზე ხანგრძლივი ლიცენზიები აღარ გაიცემა.
მთავრობის წევრს ჰკითხეს სადავო ჰესების მშენებლობაზე, ასევე რამდენიმე რაიონში, მათ შორის ჭიათურაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც მინისტრმაც აღიარა და უახლოეს პერიოდში სიტუაციის გამოსასწორებლად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დააანონსა.