მინისტრის საათი პარლამენტში

„მინისტრის საათის“ფორმატში, პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ. თეა ახვლედიანი პლენარულ სხდომაზე მისი უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. კითხვები ძირითადად შეეხება საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.