მინისტრები პანკისში ჰესის მშენებლობას ეხმიანებიან

სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხოს. მისი თქმით, ნებართვა 2017 წელს არის გაცემული და ამიტომ პროცედურა არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ დამატებით კამპანიას ან განხილვებს. მაგრამ ამის მიუხედავად, უწყება ნებისმიერი განმარტებისთვის მზად არის. ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.