უვიზო რეჟიმის გამო, ოფიციალური თბილისი გერმანიიდან და შევედეთიდან ახალ გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს.
ორივე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდით და კრიმინალის მაჩვენებლით არიან შეშფოთებულები.
თუ პრევენციულ ზომებს არ მიიღებენ, გერმანიის მხარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროკომისიაში განიხილოს.
უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის გამო, გერმანიასთან ერთად, პრეტენზიები აქვს შვედეთსაც. ერთ კვირაში სტოკჰოლმში ქართული დელეგაცია მიემგზავრება. მანამდე კი, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ სირთულეებზე განცხადებები ბრიუსელში გაკეთდა, სადაც ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები არიან შეკრებილები.