მიმოსვლის შეზღუდვა რუსეთთან

კორონავირუსის საფრთხის გამო ხვალიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს საკითხი გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა ტელეფონით განიხილეს. ცნობილია, რომ გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ. შეზღუდვები არ შეეხება ასევე სატვირთო გადაზიდვებს.