იმ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებმა, რომლებიც ლევან აკინის ფილმში მონაწილეობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
საუბარია ეპიზოდურ როლებზე. ზურაბ ღვინიაშვილის განცხადებით, მისი შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს. მისივე განმარტებით, მათ არ ქონდათ სრული ინფორმაცია ფილმის შინაარსის შესახებ. ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ ღვინიაშვილის განცხადება წარმოებაში მიიღო.