სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში.
როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინსისტემით დარეგისტრირებულთა რაოდენობა. მისივე თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ცესკო-ს. თოლორაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოები და ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს არჩევნებზე დაკვირვების პროცესის ხელშეწყობით, სამწუხაროდ, იგი ფერხდება.