„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა, მარნეულის ოლქის დამკვირვებელმა, გიორგი მუმლაძემ მარნეულის პროკურატურაში მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე განცხადება შეიტანა. ის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს და აცხადებს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ადამიანებს. მუმლაძე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
თავად გიორგაძე ფაქტს ცილისწამებას უწოდებს და სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ფიზიკურად არავის შეხებია.