გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტს უგულავას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ ბექა ბასილაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისკენ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტარები მოუწოდებენ. 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა.