„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ პარტიის წევრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მედიკამენტებზე ფასების დაწევასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.
კახა კუკავას განცხადებით, საქართველოს დადგენილებაში, სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების განსაზღვრის შესახებ არსებულ ჩანაწერში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატოს თურქეთი. პარტიის თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ ცვლილებას დათანხმდება, მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების იაფად შემოტანა იქნება შესაძლებელი, რაც ავტომატურად მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.