ათამდე ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს და მოუწოდებს, ხელისუფლებამ და საკოორდინაციო საბჭომ ეკონომიკის სრულფასოვნად აღდგენის მიზნით, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მიმართვაში წერია, რომ ასოციაციები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის ორი საათით გადაწევას ითხოვენ, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე. ასევე შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც კვირის სხვა დღეებში ისედაც მუშაობენ.
22 თებერვლიდან კი სარესტორნო სექტორისთვის დახურულ სივრცეებშიც სტუმრების მიღების დაშვებას და ამავე თარიღიდან მთის კურორტების გახსნას ელოდებიან. ასოციაციებში აღნიშნავენ, მზად არიან ჩაერთონ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაში, როგორც კონტაქტების, ისე ფინანსური რესურსის მოძიების კუთხით.
საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შეხვედრები მუდმივ რეჟიმში იმართება და ეს ბრალდება უსაფუძვლოა. რაც შეხება რეგულაციების შემსუბუქებას, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდვითარების გათვალისწინებით.