მიმართვა ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ
2024 წლის ნაცვლად საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შესაძლოა უფრო ადრე გააკეთოს.
ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების დასაჩქარებლად პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა – მოწოდება მთავრობისადმი, რომ ევროპული ინტეგრაციის კუთხით ძალისხმევა გაძლიერდეს და ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის სათანადოდ მოემზადოს და მიმართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების დასაჩქარებლად ყველა ნაბიჯი გადადგან. ანალოგიური გზავნილები აქვს ოპოზიციასაც. ახლა საინტერესოა, ჩაერთვებიან თუ არა ხელისუფლების ოპონენტები პროექტის განხილვაში. ამ საკითხზე სავარაუდოდ, კონსულტაციები გაიმართება.