ოპოზიციონერი დეპუტატები ნონა მამულაშვილი და ანა წითლიძე ირაკლი ზარქუას, შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს ეთიკის საბჭოში უჩივიან. მათ სარჩელი დღეს პარლამენტის კანცელარიაში ჩააბარეს. მამულაშვილი აღნიშნავს, რომ 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მის და თინა ბოკუჩავას მიმართ უმრავლესობის წევრებმა ეთიკის კოდექსი დაარღვიეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები რეაგირებას ეთიკის საბჭოსგან ითხოვენ. მათ განცხადებას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წევრები. ზარქუა აღნიშნავს, რომ მამულაშვილი მაგიდიდან მისი უსაფრთხოების მიზნით ჩამოიყვანა. მისივე თქმით, მამულაშვილმა საკუთარი ქმედებით პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, შეურაცხყოფა მიაყენა. საუბარია 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც შს მინისტრის მოსმენა იგეგმებოდა და პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.