უახლოეს დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნების“ დეპუტატების შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს. ოპოზიციური პარტიის წევრები ოპონენტებს თინა ბოკუჩავაზე ძალადობაში ადანაშაულებენ და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის დროს, სასესიო დარბაზში დაპირისპირებისას, თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის სპიკერატისკენ მიემართებოდა, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას გადაადგილების საშუალება ფიზიკურად არ მისცეს.