ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარეები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი და გურამ ჩალაგაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდნენ და მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც მათ განაცხადეს, თამარ ჟვანიასთან სამი საკითხის განხილვა სურდათ, თუმცა შეხვედრაზე უარი მიიღეს. მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს, მათ შორის ამომრჩევლებს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებას და მონიშვნას აიძულებს. ცესკო-ს წარმომადგენლის განმარტებით, ჟვანიასთან შეხვედრა არ შედგა, რადგან არ იყო დაგეგმილი.