მიმართვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

გაერთიანებული ოპოზიცია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნებზე ბიულეტენების  გაბათილებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეგულაციების მიღებას სთხოვს. მათ სურთ დაზუსტდეს, რა შემთხევაში შეიძლება გაბათილდეს ბიულეტენი. ამასთან დაკავშირებით, თამარ კორძაიამ ცესკო-ს ოფიციალური წერილით მიმართა. ოპოზიცია ამბობს, რომ 2018 წელს გაბათილებულ ბიულეტენების რიცხვმა 60 ათასი შეადგინა.