„მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია დღეიდან მოსახლეობასთან შეხვედრასა და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვენ. ისინი მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებენ. პოლიტიკური პარტიების ლიდერები კამპანიის ჩატარებისთვის კოორდინირებული მოქმედებისთვის კონფერენციაზე იმსჯელებენ.