მილიარდიანი დაფინანსება ბიუჯეტიდან

სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც ასამდე კანონში აისახა, საერთოდ არ გულისხმობს იმ ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც წლებია, პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა.

საუბარია  საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე, იმავე სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე, რომელთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და, ბოლო მონაცემებით, 2000-ს აჭარბებს. მათ საკუთარი შემოსავლები აქვთ, თუმცა ბიუჯეტიდანაც სოლიდური თანხით ფინანსდებიან. ამასთან ერთად, არ არსებობს კვლევა ან ხელმისაწვდომი მონაცემები, რომლებიც სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს.

სანდრო ჯუფალაკიანი თემის დეტალებით.