მაღალი მოდის მწარმოებლები, ვარსკვლავები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და ქალაქი, რომელიც მოდის მოყვარულებს ყოველწლიურად აერთიანებს. მილანის მოდის კვირეული დასასრულს უახლოვდება. საუკეთესო იტალიელი დიზაინერებისა და მსოფლიო ბრენდების ჩვენებებმა ქალაქში სტარტი 17 სექტემბერს აიღო და ხვალ დასრულდება. შემოდგომის სეზონზე 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალის სამოსის კოლექციებია წარმოდგენილი.