იტალიური საფეხბურთო გრანდი, მილანის „ინტერი“ დამწყებ ფეხბურთელებს მთელ მსოფლიოში არჩევს – ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა.
მომავალ წელს, იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, დიდი ალბათობით, საქართველოც იქნება – ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ მიწვევით, „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი თბილისში ჩამოვიდა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა მოინახულა.