მიხელ სააკაშვილის სასამართლო „ვივამედში“

მიხელ სააკაშვილის მორიგი სასამართლო იმართება. მსჯელობენ საზღვრის უკანონო კვეთს ეპიზოდზე. განხილვა კლინიკა „ვივამედში“ გრძელდება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ახალი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, სტაციონარული ზედამხედველობის შემთხვევაში, სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა შეუძლია. გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. დღეს სასამართლოს ჩვენებას მიხეილ სააკაშვილი მისცემს.