საზღვრის უკანონო კვეთა და მიხელ სააკაშვილის კიდევ ერთი ბრალდება. სხდომა უკვე სამი საათია მიმდინარეობს. პროცესს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით არ ესწრება. მოსამართლემ ორივე მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. საქმე ახლა არსებით განსახილველად გადაიცემა, თუმცა, მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვს. ადვოკატი ითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება აღუდგეს.