მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი

ევროკომისიის რეკომენდაციების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ინიციატივის პირველადი ვერსიები უკვე მოამზადა. განცხადება მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცით, საქართველოს სასამართლოებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება გაიზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება. სარჯველაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეთავაზებული იდეები და წინადადებები მმართველმა გუნდმა შეაჯერა და კანონპროექტის პირველადი ვერსია უკვე მომზადებულია.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასმართლოს პრაქტიკის წახალისებისა და დანერგვის საკითხი ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.