მიხეილ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა. მას ეროვნული პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ეძებს. როგორც „ტვიტერში“ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი ლარისა სარგანი წერს, ძებნა უკვე გამოცხადებულია.
„გამოცხადდა ძებნა სააკაშვილზე, რომელიც ეჭვმიტანილია იმ დანაშაულებების ჩადენაში, რომელიც გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა); 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა),“ – წერს სოციალურ ქსელში პროკურორის პრესსპიკერი.