მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. ყოფილ პრეზიდენტს ამერიკელი ექიმები ხვალ კიდევ ერთხელ მოინახულებენ. როგორც ცნობილია, კვლევები უკვე დაწყებულია და ახლა მედიკოსები საბოლოო დასკვნას ელოდებიან. შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილთან უკვე იმყოფებოდა შეერთებული შტატებიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგი. ჯეიმს კობის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ექსპერტთა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას.