რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი: შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს – პეტიციას და ხელმოწერებს ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სავარაუდოდ, ხვალ შეიტანენ. მანამდე კი სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ხელმოწერები ამჯერად სამეგრელოში გროვდება. პარტიის წევრებს იმედი აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელმომწერების სურვილს გაითვალისწინებს და ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს. პრეზიდენტის მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებას სკეპტიკურად აფასებენ როგორც ოპოზიციის ნაწილში, ასევე მმართველ გუნდშიც.