მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, არჩევნებზე – პარტია „ახალისა“ და პლატფორმა „ერთიანობის“ გაერთიანების შესახებ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იზიარებენ. მათი განცხადებით, სააკაშვილის პოზიცია სრულიად მისაღებია და „ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ამ იდეას მხარს უჭერენ. შედგება თუ არა მორიგი ერთობა – პარტია „ახალში“ ამ ეტაპზე საპასუხო განცხადებებისგან და ღიად პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის შესახებ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან ისაუბრა. „თავიდან ჩემი წინადადება იყო, ყველა გავერთიანებულიყავით. რადგან ეს არ გამოდის, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ,“ – აღნიშნა სააკაშვილმა.