თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ესწრება თავად ექსპრეზიდენტი. სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.