მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

14 დეკემბერს საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს. რა ფორმით დაესწრება საკუთარ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი, ჯერ ისევ უცნობია. მისი მხარდამჭერების განცხადებით, თავად სააკაშვილს პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. გიორგი ჩალაძე თვლის, რომ მიმდინარე პროცესები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს და ამ მიზნით, მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, სასამართლოს სააკაშვილის ადვოკატებმა ერთი კვირის წინ მიმართეს და მოტივად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაასახელეს.