მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო. დღეს საზღვრის უკანონოდ კვეთის ეპიზოდზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა გადაიდო, რადგან ყოფილი პრეზიდენტი პროცესებს ვერ ესწრება. ის კლინიკა „ვივამედში“ რჩება ამ დრომდე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 20 ივლისს, 12 საათზე ჩაინიშნა. საზღვრის უკანონოდ კვეთის ეპიზოდზე, ბრალდების მხარეს პროცესის კლინიკაში ჩატარება სურდა, რასაც მოსამართლეც ეთანხმებოდა, რადგან ეს ეპიზოდი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენი უნდა დადგეს, თუმცა, ექიმებისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, პროკურატურას ეს მოთხოვნა აღარ აქვს.